მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

ლოტბარი

81 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი PIA.GE-სთან საუბრისას ადასტურებს.

ანზორ ერქომაიშვილი 19 მარტს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე მდგომარეობით (კოვიდინფიცირებული) შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ინფორმაციისთვის, მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა.

გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

აგრეთვე იხილეთ:

📌კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა