მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფეთქების ადგილზე დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტის მდგომარეობა მძიმეა

ცენტრის შენობა

ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე ორი დღის წინ მომხდარი აფეთქების ადგილზე, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ვრცელებს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.