მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფეთქების შედეგად დაშავებული პირი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

მწოლიარე პაციენტი პალატაში

ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. იგი ამ დროისთვის, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

"მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებულია სხეულის 25%, არის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა, ასევე ეჭვი გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანებაზე, რაც ჯერჯერობით არე გამოვლენილა. დაზიანებულია სახის მიდამო, ზედა და ქვედა კიდურები",- განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში კიდევ გარკვეული პერიოდი დარჩება.

ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური გუშინ საღამოს საათებში აფეთქდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.