მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფგან მუხთარლი საქართველოში დაბრუნდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოვიდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, თბილისში ჩამოსვლამდე სტამბოლში იმყოფებოდა.

გატაცების შემდეგ მას საქართველოში ჩამოსვლის უფლება პირველად მიეცა.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

იგი 2020 წლის 17 მარტს გაათავისუფლეს და სპეცრეისით გერმანიაში ოჯახთან გაამგზავრეს.