მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთის მთავრობის წევრები და დეპუტატები „ქართული ოცნების“ ინიციატივას უერთდებიან და ხეფასის ნაწილს კორონოვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ

აფხაზეთის მთავრობა ხელფასის ნაწილს კორონოვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უერთდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის ნაწილს კორონოვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის თქმით, მათი მიზანია, მაქსიმუმი გააკეთონ და წვლილი შეიტანონ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასების ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ. აფხაზეთის მთავრობის პარალელურად სოლიდარობის აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთვება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“ , – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.