საზოგადოება

აფრიკაში 51 ქართველი მეზღვაური გაემგზავრა

მეზღვაურების გამგზავრება აფრიკაში
11:01 11.07
დაკოპირებულია

51 ქართველი მეზღვაური ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც ისინი სხვადასხვა გემებზე დასაქმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ისინი შეცვლიან სხვა ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მსახურობდნენ აღნიშნულ ხომალდებზე. ჩარტერული რეისით, რომლითაც ქართველო მეზღვაურები ტოგოში გაემგზავრნენ, საქართველოში 41 მეზღვაური დაბრუნდა, რომელთა შორისაც 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაეხმარა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-ზე მეტ მეზღვაურს, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მეზღვაურები “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად გამოაცხადდნენ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით 100-მდე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეზღვაურის როტაციაც განხორციელდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის უშუალო ჩართულობით მოხერხდა ფაქტიურად უნიკალური ოპერაციის განხორციელება - ორგანიზება გაეწია ლომეს პორტში 4 კომპანიის 7 გემზე 92 მეზღვაურის როტაციას.

საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით უკვე მე-3 წარმატებული ოპერაცია განხორციელდა აფრიკის მიმართულებით, რომელიც როტაციის თვალსაზრისით რთულ გეოგრაფიულ რეგიონად ითვლება. ამჯერად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანიების: Oceangold Tankers Inc., Lotus Shiping Company Limited, El Victor-სა და Queensway Navigation Co. LTD-ს ორგანიზებით დაინიშნა სპეციალური ავიარეისი თბილისი-ლომე-თბილისი, რომელიც ავიაკომპანიამ “Myway Airlines” განახორციელა“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

თბილისის სახელმწიფო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მეზღვაურები სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომფორტული ავტობუსებით გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეებში, სადაც ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისინი საქართველოს მთავრობის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდნენ.

არ გადაკვეთო 4

ახალქალაქში 27 წლის ბიჭი მოკლეს

ახალქალაქში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს და...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად...
20:45 08.08
ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდა. ადამიანი ტკიპების ნაკბენის შემდეგ ინფიცირდება. ამის შესახებ ინ...
19:56 08.08
„რუსეთი არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო სა...
19:42 08.08
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტ...
19:06 08.08
აპატურაი საქართველოს 9 აპრილს ულოცავს აპატურაი: ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძა...
„ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური...
ვაკის პარკის შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუ...
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა...
გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთ...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, მის მოადგილეებთან გიორგი ახვ...
კობახიძე: ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე შევ...
„ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყვ...