მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფრიკის დასახლებაში ახალი სკვერი მოეწყობა

ახალი სკვერის პროექტი

აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ვარცელებს.

ამავე ცნობით, პროექტის ღირებულება 186 490 ლარია.

ახალი დასასვენებელი სივრცე ჭიჭინაძის N1-ში, მე-7 კორპუსის მიმდებარედ 1 100 კვ.მ ფართობზე განთავსდება. სკვერში საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, საქანელა და საბაღე სკამები განთავსდება. ტერიტორია უკვე შემოიფარგლა დამცავი ღობით, მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება, გამოიყოფა გამწვანებული ზოლები და მოეწყობა გარე განათების სისტემა.

სამუშაოებს, სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ჩვენი ჯგუფი“ აწარმოებს. მიმდინარე წელს, სამგორის რაიონში შვიდი სკვერის მოწყობა დასრულდა, რვა პროექტი კი აქტიურია.