მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ არის გამორიცხული, რომ გარეჯის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდანაც იყოს ინტერესი“- მამა ანდრია ჯაღმაიძე

ჯაღმაიძს კომენტარი

მამა ანდრია ჯაღმაიძე სტუმრად გადაცემა „რეაქციაში“ იმყოფებოდა, სადაც მან დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ეკლესია 15 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ხელისუფლება უფრო მეტად ჩართულიყო ამ პრობლემური საკითხის მოგვარებაზე.

„ჩვენ, ეკლესია, 15 წლის განმავლობაში ვცდილობდით, ხელისუფლება, მათ შორის წინაც, გვეიძულებინა, რომ ღრმად ჩაეხედათ დავით გარეჯის საკითხის პრობლემის მოგვარებაში. 2007 და 2019 წლებში არაერთი კომენტარი გავაკეთეთ ,რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებების მხრიდან უფრო მეტი მოქმედება, ღიაობა და აქტიურობა იყო საჭირო.“- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ

მან, ასევე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანთან ურთიერთობის შესაძლო დაძაბვაზე და განმარტა, რომ მსგავსი შემთხვევა ამ ეტაპისთვის გამორიცხულია.

„როგორც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს მიმდინარეობს კონსტრუქციული დიალოგი და რომ პრეტენზიას არც ერთი ქვეყანა ერთმანეთს არ უყუენებს, უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რომ დავაბრუნოთ საკითხი კომისიის ფარგლებში და შედგომ უკვე კომისიამ იმსჯელოს. ამ ყოველივეს ეთანხმება აზერბაიჯანის მხარეც. მათ ტელევიზიაში ან პრესაში არსად არ გაკეთბულა განცხადება იმის შესახებ, რომ გარეჯის საკითხი რამენაირად დაძაბავს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობას“ - თქვა მამა ანდრიამ

იგი რუსეთის შესაძლო ინტერესების საკითხსაც შეეხო და განამრტა, რომ გამორიცხული არაფერია.

„არ არის გამორიცხული რომ გარეჯის საკითხთან დაკავშირებით რუსეთიც მხრიდანაც იყოს ინტერესი, ისევე როგორც, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც იყვნენ დაინტერესებულები.“ - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე