მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არა „კომენდანტის საათს“ - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო „სეირნობა“ მიმდინარეობს

საპროტესტო სეირნობა რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე, ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო „სეირნობას“ მართავენ.

„არა კომენდანტის საათს“, „შორს ხელები აქტივისტებისგან, „თავისუფლება ირაკლი ფანგანს“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით მიემართებიან ისინი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ.

საპროტესტო „სეირნობის“ მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ბათუმში, ინცინდენტის დროს დაკავებულ ირაკლი ფანგანს.

მათივე განცხადებით, ფანგანი სამართალდამცველების მიერ უსაფუძვლოდ არის დაკავებული.

„არ ვემორჩილებით რეჟიმს და თავისუფალი მსვლელობით მივდივართ „ქართული ოცნების“ ოფისთან. პლუს ამას, დღეს დაიჭირეს, აქტივისტი, რომელმაც ნაგავი დააყარა იმ დებუტატს. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, - აცხადებენ აქტივისტები.

ინფორმაციისთვის, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.