მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს: შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი

შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს იუბილეს ულოცავს. 

„თქვენო უწმინდესობავ,

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ დაბადების დღეს! შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად სწევთ.

თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს თქვენგან. გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას ჩვენი ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ“.- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე მისალოც წერილში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პატრიარქი ილია მეორე იუბილარია