მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსი“ - დღეს ერთმანეთის თანადგომა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა გვმართებს

პროექტი „შენი სახლი ჯიქიაზე“

კომპანია „არსი - პროექტი შენი სახლი ჯიქიაზე“ კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად საგანგებო შტაბს ხსნის.

„არსის“ დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, პროექტის ფარგლებში, „შენი სახლი ჯიქიაზე“ საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრებ 1300–ზე მეტ ოჯახთან ერთად პროდუქტებით დაეხმარება მოხუცთა თავშესაფრებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ესაჭიროება.

„ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, საქართველოც უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. დღეს სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება ერთად უნდა იდგეს იმისათვის, რომ ერთად გაუმკლავდეთ ამ დიდ გამოწვევას. მოგეხსენებათ, ბევრი კომპანიაა ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძლაში, ჩვენმა კომპანიამაც, ჩვენს ესტონელ პარტნიორებთან ერთობლივად, პროექტის ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ ფარგლებში შეიტანა თავისი წვლილი. ორი ავტომობილი გადავეცით ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს, ასევე გადავრიცხეთ StopCov ფონდში 50 000 ლარი; ამას გარდა, აქტიურად ვმუშაობთ „შენი სახლი ჯიქიაზე“ საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრებ 1300–ზე მეტ ოჯახთან ერთად დახმარების შტაბის შექმნაზე. ერთობლივი ძალებით, პროდუქტებით და პირველადი მოხმარების საგნებით დავეხმარებით  მოხუცთა თავშესაფრებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ესაჭიროება“ – აცხადებს „არსის“ დირექტორი ბესო ორთოიძე.