მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის საელჩო თბილისის დასუფთავების სამსახურს მადლობას უხდის

დეზინფექცია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს და თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის.

„კოვიდ-19“-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დღედაღამ თავდაუზოგავად შრომობენ. ამ სიტუაციაში ჩვენ ყველა ერთად ვართ და ისეთი პროფესიონალების ძალისხმევით, როგორიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი, ამ ყველაფერს გადავლახავთ“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება.