მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ათონელი რეაბილიტაცია

მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიგო ორფენიანი ასფალტი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. ასევე, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები.

დასრულებულ სამუშაოებს  მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „პარმა“ შეასრულა.