მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება

გლდანის რაიონი

გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება. მათ შორისაა წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია.

სამუშაოები, დაახლოებით, 231 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, შვიდი სადარბაზოს ეზოში წყალარინების გარე ქსელი შეიცვლება. აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და ბიუჯეტიდან 79 023 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.