მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავთანდილ ცინცაძე საფეხბურთო კლუბებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრო

ავთანდილ ცინცაძე  საფეხბურთო კლუბებს შორის  გამართულ ამხანაგურ მატჩს დაეწრო

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრი ავათანდილ ცინცაძე დიდ დიღომში საფეხბურთო კლუბებს - „საბურთალო-დიდი დიღომი“ და „დიღომი“ შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრო.

როგორც ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნა, საბურთალოს შიდა ტურნირი წელიწადში რამდენჯერმე ტარდება და მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსახლეობაში და განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.

„დიდ დიღომში დღეს 2012 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მუნიციპალურ მოედანზე 200-მდე ბავშვს მწვრთნელები სრულიად უსასყიდლოდ ავარჯიშებენ. ჩვენთვის სპორტის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ყველა მწვრთნელს და პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული შრომისთვის მადლობას ვუხდი“,-განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ და მომავალ სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

ამახანაგური შეხვედრის დასასრულს კი ავთანდილ ცინცაძემ გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი გადასცა.