მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - მანქანა ველოსიპედით მოძრავ ბავშვს დაეჯახა

გორში მანქნანა ბავშვს დაეჯახა

გორში, კომბინატის დასახლებაში, ველოსიპედით მოძრავ 9 წლის ბავშვს ავტომობილი შეეჯახა.  გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში PIA.GE-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.