მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მედია: საქართველო-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო იარაღით დატვირთული სატვირთო არ გაატარეს

აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მესაზღვრეებმა სატვირთო მანქანა არ გაატარეს, რომელსაც სომხეთში იარაღი უკანონოდ გადაჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედია: "გავრცელებულ ვიდეოში სომხეთის საზღვართან გაჩერებული სატვირთო ავტომანქანაა აღბეჭდილი. ფოტოებისა და ვიდეოჩანაწერების მიხედვით დასტურდება, რომ სატვირთო მანქანის მძღოლებს სომხეთში ავტომობილში დამონტაჟებული ავტომატური მართვის სისტემა გადაჰქონდათ, რომელიც სამეთაურო პუნქტებზე ჯარების გასაკონტროლებლად დგება და ქვედანაყოფების მოქმედებების კოორდინაციას, ასევე, სარაკეტო ძალებისა და საარტილერიო დანაყოფების ცეცხლის კონტროლს ითვალისწინებს.

სამხედრო ავტომატური მართვის სისტემის ტრანსპორტირება ცნობილი სომხური სატრანსპორტო კომპანია „სპაიკას“ კუთვნილი სამოქალაქო სატვირთო ავტომანქანით ხორციელდებოდა. მანქანა, სადაც სამხედრო ტექნიკა იყო დამონტაჟებული, ტრაილერის უკანა ნაწილში იყო განთავსებული. "

აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საკუთარ პოლიტიკურ ნებას, რაც სომხეთისათვის საქართველოს ტერიტორიის გავლით, სამხედრო ტვირთის ტრანზიტის აკრძალვას ითვალისწინებს.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიებას სახელმწიფო სტრუქტურებიდან ცდილობს.