მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: მსოფლიოს არ ახსოვს პრეცედენტი, რომ ადვოკატს ტელეფონი წაართვან

23 წლის პროგრამისტის დედა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის დაკითხვა იწყება.

სასამართლოს ეზოში რამიშვილის მხარდასაჭერად მისი კოლეგები და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, გამოძიება მათ თვალებში ნაცარს აყრის.

„მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად მოვედი, მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი, იმის მაგივრად რომ მკვლელები ეძებონ. თან თვალებში ნაცარს გვაყრიან, რომ ერთი მხარე ვართო, როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 21 სექტემბერს მიხეილ რამიშვილს პროკურატურაში ყოფნის დროს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.