საზოგადოება

ბაჩალიაშვილის დედა: პროკურორი გოგორელიანი საქმიდან გაყვანილია

თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის კომპიუტერის შესახებ საუბრობს
15:05 14.08
დაკოპირებულია

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის შეხვედრა გენერალურ პროკურორთან დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, ის შეხვედრით კმაყოფილია და გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ენდობა. თამაზაშვილი აცხადებს, რომ პროკურორი, რომელმაც მის მიმართ ბულინგი განახორციელა, საქმიდან გაყვანილია.

მისივე თქმით, საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა.

„კარგი შეხვედრა იყო. კმაყოფილი ვარ და ვენდობი შოთაძეს. ამერიკის ფედერალური ბიურო მეტნაკლებად უკვე ჩართულია. გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. პოსტს არ ტოვებს, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

13 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თამაზაშვილის მიმართ ბულინგი განხორციელდა.


სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ დაავ...
20 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო...
23 წუთის წინ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდ...
24 წუთის წინ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლ...
25 წუთის წინ
ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ესპანეთის სამეფოში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ვლადიმერ კონსტანტინიდი ესპანეთში მოქმედი ქართ...
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდ...
30 წუთის წინ
დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნების ბ...
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედს უ...
შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებმა შესაძ...
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდე...
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ჯანმრთელო...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მ...