საზოგადოება

ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობას იწყებს

თეონა თამაზაშვილის დედა
12:13 06.08
დაკოპირებულია

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას არ ენდობა, რის გამოც ის პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს.

„ალბათ დღედაღამ არ სძინავთ, რადგან თვითონ არიან დამნაშავე ჩემი შვილის სიკვდილში. მე აქ იმიტომ მოვედი დღეს, რომ განვაცხადო, მივმართავ პროტესტის უკიდურეს ზომას და ვიწყებ შიმშილობას“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან პროკურატურის შენობასთან.

მან საზოგადოებას და დედებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც გარდაცვლილის დედა აღნიშნავს, მხოლოდ FBI-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ენდობა და არ სჯერა შსს-ს განცხადების, რომ თამარი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.

თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ოჯახი თამარის გარდაცვალების საქმის გამოძიებას საკუთარი ძალებით და ემიგრანტების ფინანსური დახმარებით ეცდება.

„ემიგრანტებმა მომწერეს, რომ ფულს აგროვებენ და გასამრჯელოდ მომაწვდიან მისთვის, ვინც ჩემი შვილის საქმეზე ღირებულ ინფორმაციას მოგვაწვდის“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა და გამოძიებაში FBI-ის ჩართვა მოითხოვა.

23 წლის პროგრამისტის კომპიუტერში არსებული მასალების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ლეპტოპის მეხსიერებაში მხოლოდ ფოტო და ვიდეომასალა იყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წ.

ლარის ახალი გაცვლითი კურსი ცნობილია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა....
დღეს, 22 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული...
52 წუთის წინ
ჯო ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპის სურვილი, გარდაცვლილი მოსამართლის, რუთ ბეიდერ გინსბურგის, არჩევნება...
03:59
ათენში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო დამატებითი შეზღუდვები დაწესდება, - ამის შესახებ...
02:57
ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა...
00:33
კორონავირუსის ლეტალური შემთხვევა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები წინ...
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები წინა დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მონაც...
23:47 21.09
20:08 21.09
კორონავირუსი შესაძლოა სუნთქვის დროსაც გა...
აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა თავის ვებ-გვერდზე გაავრცელა...
19:54 21.09
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ...
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახალი კორ...
18:52 21.09
ეგვიპტეში ერთდროულად 27 უძველესი სარკოფა...
ეგვიპტეში არქეოლოგებმა ერთდროულად 27 უძველესი სარკოფაგი აღმოაჩინეს. მეცნიერები ვ...