მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: თამარის კომპიუტერში ყველაფერი წაშლილია

თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის კომპიუტერის შესახებ საუბრობს

„ვეჭვობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ თამარის კომპიუტერში ყველაფერს წაშლიდნენ You tube-ის გარდა“, - ამის შესახებ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის ავტომობილიდან ყველანაირი კვალი წაშლილია. თამაზაშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრი კითხვა აქვს, ხოლო პასუხები გაურკვეველია.

„იგივე ეჭვები მაქვს მანქანაზეც, რომ არანაირი დეენემის კვალი არ აღმოჩნდება, რადგან გასუფთავებულია. ბევრი კითხვა მიჩნდება და არაფერზე არ მაქვს პასუხი, ამიტომაც ვითხოვ ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას“, - განაცხადა თამმაზაშვილმა.

თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის პრემიერთან გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოითხოვა, არავინ დაკავშირებია.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, გარდაცვლილი პროგრამისტის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ საქმის ჩასაფარცხად ყველაფერი კეთდება.

„პოლიციის ტროლები ავრცელებენ ყველაფერს და ამით უნდათ, რომ ჩაფარცხონ მკვლელობა, სამი მაღალჩინოსნის გამოაშკარავება არ უნდათ“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება.