მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის მამა: ჩათვალეთ, რომ მეც მომკლეს

პროგრამისტ თამუნა ბაჩალიაშვილის მამა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით კვალის გაქრობა მიმდინარეობს.

ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის ტელეფონი ოჯახის უფლებადამცველის გარეშე არ უნდა გაეხსნათ. გარდაცვლილი პროგრამისტის მამა დარწმუნებულია, რომ ავტომობილიდანაც ყველანაირი კვალი წაიშლება.

ტელეფონი ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ, რაც კომპიუტერის გახსნის დროს გააკეთეს, იგივე სიტუაცია დაგხვდა აქაც. მანქანის შემთხვევაშიც იმედი არ მაქვს, ყველაფერი რა თქმა უნდა წაშლილი იქნება. ყველანაირ კვალს აქრობენ და ვინ დგას ამის უკან არ ვიცი. ასეთი ნიჭიერი ბავშვი მომიკლეს, მთელი ცხოვრება მისთვის ვიყავი თავგადადებული, ჩათვალეთ, რომ მეც მომკლეს. რისი იმედი უნდა მქონდეს? “, - აღნიშნა ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.