მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის მამა: გენერალურ პროკურორს ვენდობი

გარდაცვლილი პროგრამისტის მამა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ენდობა.

ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ შოთაძემ საქმის ბოლომდე მიყვანის პირობა მისცა. ბაჩალიაშვილი მის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „უღმერთოდ მოგონილ ამბავს“ უწოდებს.

„როგორც ქვემო ქართლის პოლიციაში იყო, ისეთი სიტუაციაა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ზედმეტ და უღმერთო რაღაცებს იგონებენ, თითქოს მეუღლესთან გაყრილი ვარ. 24 წელია მყარი ოჯახი გვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ გენერალურ პროკურატურას მივმართოთ. ირაკლი შოთაძემ გუშინ მიგვიღო, გულთან მიიტანა ჩვენი ტკივილი, სიტყვა მოგვცა, რომ ამ საქმეს ზედამხედველობას თავად გაუწევს. კარგი ადამიანია და ვენდობი“, - აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ბაჩალიაშვილებისა ოჯახსა და გენერალურ პროკურორს შორის შეხვედრა 6 აგვისტოს გაიმართა. ოჯახმა გენერალურ პროკურატურას ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნით მიმართა.