მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის მამა: სახლში რომ მოდიოდა, ტიროდა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილის, თამარ ბაჩალიაშვილის მამა - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი იხსენებს, რომ როდესაც მისი შვილი სახლში ბრუნდებოდა, ხშირად უხასიათოდ იყო, თუმცა პრობლემებზე არ საუბრობდა.

„ჩემი შვილი, სიცოცხლით სავსე, უხასიათოდ რომ ვიყავი ხოლმე ყოველთვის მელაპარაკებოდა, მეც გამეხსნებოდა გული. მას ოჯახის მრიდან პრობლემა არ ჰქონია. უბრალოდ მე მკლავს ერთი რამ, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი რა დაგემართა, რამეში დაგეხმარო, მამა ვარ, ტიროდა, მაგრამ არ მეუბნებოდა“,- ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მას პრობლემები სამსახურში ჰქონდა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.