მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ აშშ-ის საელჩოსთან აქციას გამართავს

თეონა თამაზაშვილის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ხვალ, 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან აქციას გამართავს. ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მეგობრებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო!!!

ხვალ, დღის 12 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ჩატარდება აქცია, სადაც მოვითხოვთ გამოძიებაში უშუალოდ FBI-ს ჩართვას. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და გვერდში დაგვიდგეთ“,- წერს თეონა თამაზაშვილი.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმის გამოძიებაში ჩართვასთან დაკავშირებით ოჯახი FBI-ს თავად დაუკავშირდება, რადგან დაზარალებული მხარე გამოძიებას აღარც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დაქვემდებარებაში ენდობა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ერთმნიშვნელოვნად ადგილი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობას.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხი კითხვაზე, რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი.