საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშიც ქველმოქმედების მიზნით მოვიდა და მხოლოდ ასე შეიძლება მისი დახასიათება -  მისი პირადი და საჯარო ცხოვრების ყველა ცნობილი ეტაპი ქველმოქმედებას უკავშირდება და ასე დარჩება ისტორიაშიც

ვიდეობლოგი გია
ხუხაშვილის სტატუსზე
1610717442
დაკოპირებულია

პირველად, ბიძინა ივანიშვილის ფიგურის მნიშვნელობა, 2011 წელს, ჭაბუა ამირეჯიბისგან შევიტყვე. მის სახლში ერთ-ერთი სტუმრობის დროს, როდესაც ბებიაჩემი და ჭაბუას მეუღლე, ქალბატონი თამრიკო პოლიტიკურ სჯა-ბაასში იყვნენ შეჭრილები, ეგზისტენციურ კითხვაზე თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო ქვეყანა სააკაშვილის რეჟიმისგან, ჭაბუამ, თავის დაფაზე დაწერა - ბიძინა ივანიშვილი, ძახილის ნიშანი. 

იქიდან გამომდინარე თუ რამდენად დიდი ავტორიტეტი იყო ჩემთვის ჭაბუა ამირეჯიბი, მისმა პოზიციამ ავტომატურად გამოიწვია ჩემში დაინტერესება და კეთილგანწყობა ივანიშვილის ფიგურისადმი. იმავე წელს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა. მას არ ჰქონია ამის გარდაუვალი აუცილებლობა, შეეძლო ნებისმიერ ქვეყანაში უმაღლესი კომფორტის და ნაკლები თავის სატკივარის გარეშე გაეგრძელებინა ცხოვრება და ქველმოქმედება, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების, კულტურის თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებით, რითაც მხოლოდ მადლიერებას მიიღებდა ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მქონე ჩვენი მოქალაქისგან. თუმცა ის საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში და საბოლოოდ დაასრულა ავტორიტარიზმი საქართველოში. კოალიცია ქართულ ოცნებას პირველ რიგში სწორედ მის გამო მივეცი ხმა, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც გამოვიდა საკუთარი კომფორტის ზონიდან და დაუპირისპირდა რეჟიმს ისე, რომ ამის პირადი საჭიროება არ ჰქონია,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ბაჩო ოდიაშია ვიდეობლოგში „ბაჩო ოდიშარიას რევოლვერი“ საუბრობს.

როგორც ბაჩო ოდიშარია მიიჩნევს, ბიძინა ივანიშვილის მოქმედება იყო არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური ინტერესებიდან ნაკარნახები, რაც პოლიტიკური ლიდერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი მახასიათებელი უნდა იყოს.

ანალიტიკოსის თქმით, სწორედ ეს დაინახა ალბათ ჭაბუა ამირეჯიბმაც მასში და შესაძლოა თავის ლიტერატურულ გმირთანაც გაავლო პარალელები, რომელიც უანგაროდ, ხალხის დასახმარებლად, საზოგადოების ფიზიკური თუ მორალური ჩაგვრისგან თავის დასაღწევად ირჩევს მოქმედებას.

„საუბარი, ბიძინა ივანიშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, არასწორი მგონია, რადგან ის არასოდეს ყოფილა კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი. ეს არ ყოფილა მისი ვნება, ინტერესი, მისწრაფება, ეს იყო მისთვის გარდაუვალი საჭიროება, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, რომელმაც დაინახა, რომ მისი ქვეყანა და თანამემამულეები სისტემური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ და ამას მშვიდობიანი ბოლო არ უჩანდა. შესაბამისად, ის პოლიტიკაშიც ქველმოქმედების მიზნით მოვიდა და მხოლოდ ასე შეიძლება მისი დახასიათება, ის არ არის არც პოლიტიკოსი, არც , „entrepreneur“, არც ბიზნესმენი, მისი პირადი და საჯარო ცხოვრების ყველა ცნობილი ეტაპი ქველმოქმედებას უკავშირდება და ასე დარჩება ისტორიაშიც. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი პრივილეგირებული სასტარტო პირობების გარეშე დაიწყო ცხოვრება და ყველა არჩეულ სფეროში, პირნათლად შეასრულა დასახული მიზანი და ყოველ ჯერზე მიაღწია გამარჯვებას, იქნებოდა ეს ფილანტროპია, ბიზნესსაქმიანობა თუ პოლიტიკა. და მიუხედავად ამ მონუმენტური მიღწევებისა, მისთვის მთავარი საზრუნავი იყო არა პირადი, არამედ საჯარო ინტერესები. ის ნებისმიერი სიტუაციაში, რამდენად ბინძურიც არ უნდა ყოფილიყო ოპონენტების ბრძოლის მეთოდები, ინარჩუნებდა ღირსებას და სიმშვიდეს, რითაც ქმნიდა ახალ სტანდარტს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და საჯარო ცხოვრების წესში“,- აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, დღეს, როდესაც ივანიშვილმა უნიკალური აქტით, საკუთარი ქონების 95 პროცენტი საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე გადაიტანა, ანუ აჩუქა ქვეყანას, ძალაუფლების ზენიტში, გავიდა პოლიტიკიდან და დაუბრუნდა კერძო ცხოვრებას, ამან შერეული გრძნობები დატოვა.

მისი თქმით, ერთის მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს დამზღვევი და რევანშისტული პოლიტიკური ძალების მობრუნებისგან მთავარი ჩამკეტი გამოაკლდა, თუმცა საპირისპიროდ, ქვეყანას დარჩა წელში გამართული დემოკრატია, უპირობო მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისგან და საზოგადოება, რომელმაც შეიგრძნო და გამოცადა ნამდვილი დემოკრატიის გემო და ფასი და მის უზურპაციას აღარასოდეს დაუშვებს.

„ბიძინა ივანიშვილი რასაკვირველია გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას, ჩვეულ სტილში, ყოველგვარი აფიშირების და თვითმარკეტინგის გარეშე, მისი წასვლა მხოლოდ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩაურევლობას ნიშნავს და არა ქართული საზოგადოების ყოველდღიურობიდან დისტანცირებას, ის კვლავ დარჩება აღდგენის, გადარჩენის, შენების ასპარეზზე, როგორც კულტურულ ჭრილში, ისე ინდივიდუალური დახმარების ფლანგზე. ამ ყველაფრისთვის და კიდევ გაცილებით მეტისთვის, რის ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს და ისედაც თითოეული თქვენგანისთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისადმი მხოლოდ სამადლობელი სიტყვების და კეთილი სურვილების თქმა გვრჩება“,- ამბობს ბაჩო ოდიშარია.

თბილისი, მტკვარი,
მშვიდობის ხიდი

798 თბილისი, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთი...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

1618988435

„ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს.

1619002219

„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.

1619001952

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619001827

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.

1619001752
პროექტი მარნეულში

მარნეულში CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდა...

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.

ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მ...

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.

ნიკა მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ,...

„მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე ამნისტიაც.