მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ესებუას მამა: ჩემი შვილი თბილისშია ხვალ ან ზეგ ჩამოვა

ბადრი ესებუას მამა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულის ბადრი ესებუას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი თბილისში და სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდება.

ტარიელ ესებუას თქმით, ბადრი ესებუა დედაქალაქში ექიმთან უნდა მისულიყო.

„ხვალ ჩემს შვილს ველოდები, თბილისშია. ტელეფონი გათიშული აქვს. ის თბილისში უნდა წასულიყო ექიმთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტარიელ ესებუამ.

ბადრი ესებუას მამა აცხადებს, რომ მას თავისი შვილის უდანაშაულობის სჯერა.

ტარიელ ესებუა ასევე ამბობს, რომ არც მის შვილსა და არც ოჯახს ფინანსური პრობლემები არ ჰქონია.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, სამხედრო პირი, ბადრი ესებუაა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.