მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაღდათში ოჯახს მოკრეფილი თხილი მოპარეს

თხილის მოსავალი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულაში ოჯახს მოკრეფილი თხილი მოპარეს.

დაზარალებულის თქმით, უცნობმა პირებმა დაახლოებით 50კგ თხილი მოიპარეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს საკვების ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის და სოფელში რამდენიმე დღის წინ ლობიო, სიმინდი და გოგრა მოიპარეს.

დაზარალებულები ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან ამ შემთხვევებს რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად თხილის ქურდობის ფაქტზე მათ სამართალდამცველებს აღარ მიმართეს.