მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავთ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან ღამე 2020

ინფექციური სააავდმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 1 სომხეთიდან ჩამოსული პირია, ხოლო მეორე 10 წლის ბავში, რომელიც ამ წუთებში თბილისში ბათუმიდან გადმოჰყავთ.

"საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევა გაიზარდა, ერთი პაციენტი სომხეთიდან ჩამოსული მოქალაქეა. ამ შემთხვევაში ვირუსი იმპორტირებულია. მისი მდგომარეობა ჯერ მძიმე არ არის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკურ ლაბორატორიული კვლევა. ხოლო მეორე, 10 წლის ბავში დედასთან ერთად ამ წუთებში ბათუმიდან გამოჰყვათ. ბავშვს დადასტურებული აქვს ვირუსი, დედას კი არა. მისი ავადმყოფობის ისტორის ჯერ ჩემთვის უცნობია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2-ით მოიმატა. ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე 23 გამოჯანმრთელებული პაციენტია, ხოლო კარანტინის რეჟიმშია 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 310 მოქალაქე რჩება.