მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველები ზღვაზე

ორდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარის იპოვეს. ინფორმაცია PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

სამძებრო სამუშაოებში 3 მყვინთავი მონაწილეობდა. მამაკაცი ზღვაში გუშინ შევიდა და გაუჩინარდა. მისი ძებნა გუშინდელი დღიდანვე დაიწყო და დილით განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით ის ზღვაზე მარტო იმყოფებოდა.