მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი ჩაირთო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობა

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად შექმნილი სპეციალური ელექტრონული პორტალი daxmareba.moh.gov.ge ჩაირთო.

რეგისტრაციის გავლა დღეიდან, 15 აგვისტოდან არის შესაძლებელი. დახმარების მისაღებად შესაბამის ველში შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განთავსდეს:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)

რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: moh.gov.ge და პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge

6 აგვისტოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხებათ. მოქალაქეები 15 აგვისტოდან დარეგისტრირებას შეძლებენ. კომპენსაცია კი, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე ჩაირიცხება.

„დარეგისტრირების შემდეგ ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან, დეტალური ინფორმაციის მოძიების და შეკრების შემდეგ, ბავშვების მშობლებს პირველიდან 15 სექტემბრამდე თანხა გადაერიცხებათ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, რეგისტრაცია სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს.