მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბაზალეტის ტბაზე გადაადგილება სახიფათოა“ - მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია

ბაზალეთის ტბაზე მოქალაქეები

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოქალაქეებს აფრთხილებს. ადმინისტრაციის ცნობით, გაყინულ ბაზალეთის ტბაზე მოქალაქეების გადაადგილება საფრთხისშემცველია. 

„დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაზალეთის ტბის, როგორც მიმდებარე ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე ბოლო დღეებია სხვადასხვა მიზნებისთვის მოსახლეობის აქტიური გადაადგილება შეინიშნება. ტემპერატურის კლების გამო რამდენიმე დღეა ტბა გაყინულია, მასზე გადაადგილება კი საფრთხის შემცველია.

ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ ადამიანებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ მოწოდებას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ტბაზე გადაადგილებისაგან“, - ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებაში.