მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა გოჩიაშვილი და კახა თოლორდავა - იმპროვიზაცია აქ.ახლა

იმპროვიზაცია

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება. 5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს, მუსიკოსის - ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით, - ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში გაიმართება, რომლის მოდერატორი კრიტიკოსი და ჟურნალისტი - კახა თოლორდავა იქნება.

„სესიის - „იმპროვიზაცია - აქ.ახლა“ ფარგლებში, კახა თოლორდავა და ბექა გოჩიაშვილი, მუსიკასთან ერთად, ახალ რეალობაში მუსიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებსა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ჯაზ-პიანისტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ახლანდელ ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ისაუბრებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.