მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა ლილუაშვილი: თუ გვექნება შესაძლებლობა, გარკვეულ შეზღუდვებს მთავრობა დროზე ადრე მოხსნის

ჟურნალისტებთან განცხადება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და კრიზისებზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასება მთავრობის მიერ ყოველდღიურად ხორციელდება.

„თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ეპიდვითარება გაუმჯობესდება ქვეყანაში და ყველა ჩვენგანი დაიცავს მითითებულ რეკომენდაციებს, ბუნებრივია, დროზე ადრე დავიწყებთ ეკონომიკის გახსნის ღონისძიებებს“, - განაცხადა გიორგი გახარიას მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში.

მისი თქმით, მალე დაიწყება იმ ადამიანების რეგისტრაცია, რომლებიც 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

„ჩვენ წარვადგინეთ გეგმა, რომელსაც მივყვებით და თუ გვექნება შესაძლებლობა, გარკვეულ შეზღუდვებს მთავრობა დროზე ადრე მოხსნის“, - დასძინა ბექა ლილუაშვილმა სატელევიზიო ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ორთვიანი გეგმა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ორთვიანი შეზღუდვები

👉 რას არ შეეხება შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით