მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა ოდიშარია: ჩვენი საბოლოო მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი

ქართული ოცნების დეპუტატი

„ძალიან დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება. პირველ რიგში ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების, ექსპერტების, ჯანდაცვის მუშაკების აზრს თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი“, - ამის შესახებ დიასპორის  და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მისასალმებელია პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრების, ცალკეული კომიტეტების, პარტიის ლიდერების ჩართულობა მთავრობის მიერ დაფუძნებულ საკოორდინაციო საბჭოში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს საკოორდინაციო საბჭოზე. მინდა საზოგადოებამ იცოდეს რომ პარლამენტი მუდმივად არის ამ დისკუსიაში ჩართული. ხვალ იგეგმება გაფართოებული სხდომა, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეები დაესწრებიან.

მაშინ როდესაც კოვიდ პანდემიის პირველი ტალღა იყო, რომელიც დამანგრეველი იყო მსოფლიოში არაერთხელ ისმოდა რომ დიასპორას სჭირდებოდა საკოორდინაციო საბჭოში ჩართულობის საშუალება.

ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თბილისის მაჟორიტარების სახელით ისევე, როგორც თითოეული პარლამენტის წევრის სახელით, საზოგადოებას ვუთხრა, რომ თითოეული თქვენი გზავნილი არის ჩვენს მიერ განხილული და გათვალისწინებული.

სწორედ ამიტომ ვსარგებლობ ჩემი კოლეგების მხარდაჭერით და მინდა გაჟღერდეს რომ ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვნად ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში, ქუთაისში და რუსთავში 1-ლი მარტიდან აღდგება.