მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბესარიონ სიმონიშვილი ფრეზეთის დასახლებაში დევნილებს შეხვდა

სიმონიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრაზე

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ფრეზეთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. 

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ფრეზეთის დევნილთა  დასახლებაში 4 თვის წინ გამართულ შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებასა და სტატუსის მინიჭებას ეხებოდა უკვე გადაწყვეტილია. 

„შეხვედრაზე ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს საარსებო წყაროების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამებიც გააცნო. სააგენტოს დირექტორის თქმით, უახლოეს დღეებში „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ“, - აცხადებენ სამინისტროში.