მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბესარიონ სიმონიშვილი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

შეხვედრა დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელთან

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მატივე ცნობით, ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი საერთო სარგებლობის ფართების დაკანონებასაც შეეხო.

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტომ საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დევნილთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო და წინამძღვრიანთკარში მცხოვრები ოჯახების საკითხიც ოპერატიულად განიხილება.