მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

შეხვედრა დევნილებთან ვანში

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცლებს.

„სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დასახლებაში არსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემები გადაიჭრება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს იმ პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სააგენტო მათი დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.