საზოგადოება

„ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ქართულ რაგბში ფასდაუდებელია“ - ბათუ კევლიშვილი

ვეტერანი მორაგბე ბათუ
კევლიშვილი
1610460523
დაკოპირებულია

„ფასდაუდებელია ბიძინა ივანიშვილის მნიშვნელობა ქართული რაგბის აღმავლობაში“, - ამის შესახებ ვეტერანმა მორაგბემ ბათუ კევლიშვილმა განაცხადა. 

ბათუ კევლიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით ქართულ რაგბში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო.

ამასთან ვეტერანი მორაგბე ამბობს, რომ ივანიშვილს, ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის ბავშვთა რაგბის აღმავლობაში.

„ზოგადად ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ კონკრეტულად ის, რასაც ქართული რაგბი ჰქვია, უბადლო და შეუდარებელია მისი ღვაწლი, შემოქმედება. ფასდაუდებელია მისი მნიშვნელობა ქართული რაგბის აღმავლობაში და იმ რეალობაში რასაც დღეს ჩვენ ვიმკით.

ეს არის დიდი დამსახურება ბატონი ბიძინასი და კერძოდ, ის განუმეორებელი, მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადებული, რამაც ქართული რაგბი იმ მიღწეულზე მიიყვანა, რისი მომსწრენით თითოეული ჩვენგანი ვართ. ის ბაზების მშენებლობა, რომელსაც ვერ ამოვწურავთ ერთი საუბრით, რითაც საშუალება მიეცათ რიგ კლუბებს, რომ თავიანთი ნიჭი და შემოქმედება გამოემჟღავნებინათ და ის წარმატებები, რაც ევროპის მსოფლიო მასშტაბით ახდენს ქართული რაგბის ზუსტად იმ ხელშეწყობის შედეგია, რასაც ბატონი ბიძინა ქართული რაგბის აღმავლობისთვის დებდა. ჩვენი მადლობა გაჰყვება მას მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ასევე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვთა რაგბის აღმავლობაში, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს“, - აცხადებს კევლიშვილი.

პალაუს დროშა

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.

მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა. 

1610907219

არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

1610905716

მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.

1610902736

OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

1610900654
ვოლსკი პარლამენტში

გია ვოლსკი: მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქ...

„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.

ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი...

„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.

მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-...

მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.

მიტროპოლიტი თეოდორე: არ შეიძლება, რომ ვა...

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.