საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას სახლში მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას სახლში, სადაც მან სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება.
19:59 31.03
დაკოპირებულია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას სახლში, სადაც მან სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება - ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ინფორმაციის თანახმად, სოფელ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას სახლში, ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო:

„დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. უმნიშვნელოვანესია მისი როლი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე.

ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა: ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, ქართველი ხალხის არაერთი თაობის ოცნების განხორციელება - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა! ჩვენთვის პატივია მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ამ გამორჩეული პოლიტიკოსის მემკვიდრეობა და ვზრუნავთ, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიცატივით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხიბულაში, იმ სახლში, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, უახლოეს მომავალში აქ პრეზიდენტ გამსახურდიას მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

covid-19

კახეთში კოვიდინფექციის პირველი შემთხვევა...

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდვირუსი 54 წ...
17:11 31.05
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს...
17:52 31.05
ექსპერტის თქმით, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, ის და მისი ახლობლებიც იყვნენ ბინძური რე...
17:13 31.05
„პოლიტპატიმრებზე" რაიმე განცხადება გვესროლოს სამარცხვინო ნაცოპოზიციამ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი...
16:57 31.05
„ასეთი მაღალი და სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უ...
16:56 31.05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრიფინგი 2020 6 თურნავა: გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემ...
„ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის, რადგან ჩვენს ისტორიულ ტრადიც...
ისანში კაცი დაჭრეს
ისანში, უჯარმის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც PIA.GE-ს შსს-ს განუცხადეს, მომხდარზე...
14:44 31.05
ამირან გამყრელიძე: პანიკის არავითარი საფ...
დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, შე...
ლატარიის თამაშით ვეხმარებით მათ, ვისაც ე...
ლატარიის თამაშის დროს ლატარიის მოყვარულები ქველმოქმედები ავტომატურად ხდებიან, რა...