მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომ ქვეყანაში კლინიკების 85% კერძოა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი

„ჩვენ შეგვეძლო უკეთესად მოვმზადებულიყავით სანამ ფორა გვქონდა. ჰოსპიტალურ სექტორთან ერთად, წინასწარ იუველირული სიზუსტით, უნდა ყოფილიყო დათვლილი ყველაფერი და მე ამ პათოსს ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტიპის ქვეყანაში ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ კლინიკების 85% კერძო მფლობელობაშია. ასეთი რამ მსოფლიოში არსად არ ხდება, აშშ-ის გარდა და ახლა ვიმკით ამის შედეგს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას, საწოლფონდთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობები შეუსაბამოა.

როგორც მან აღნიშნა, არასწორი მიდგომაა, რომ საქართველოში სტაციონარული სექტორი ორ ჯგუფად არის დაყოფილი.

„ჩვენ ეს მიდგომა ავირჩიეთ, რომ გვაქვს კოვიდ-კლინიკები და კოვიდისგან თავისუფალი საავადმყოფოები, რაც არასწორია. ექიმის გადასახედიდან, ეს არის არასწორი, რადგან ყველა კლინიკას შეუძლია სამედიცინო დაცვის საშუალებებით და ღია ჰქონდეს კარი ინფიცირებული პაციენტებისთვის. ამერიკასა და ევროპაში კლინიკების ძირითად ნაწილს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოყოფილი აქვს ადგილი“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

👉 ინფორმაციისთვის, 27 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 4 708 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

👉ჯამში გამოვლენილია 12 3470 შემთხვევა, რომელთაგან 102 270 ადამიანი განიკურნა, 1 161 კი გარდაიცვალა.