საზოგადოება

#ბიზნესიზრუნავს - „კლიპარტის“ კამპანია Covid-19-თან ბრძოლაში ჩართული ბიზნესების მხარდასაჭერად

„კლიპარტი“ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული ბიზნესების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს
13:03 27.03
დაკოპირებულია

#ბიზნესიზრუნავს – ამ სახელწოდებით ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტი“ ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია, ფართო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პასუხისმგებლიანი ბიზნესების შესახებ.

ამის შესახებ pia.ge-ს ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ კომერციულმა დირექტორმა თამთა კალანდაძემ განუცხადა, რომელიც ჩვენს კითხვებს პასუხობს:

– რას გულისხმობს #ბიზნესიზრუნავს?

– „კლიპარტის“ უმთავრესი ამოცანა თავიდანვე იყო პასუხისმგებლიანი ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომაცაა ჩვენი სლოგანი „მედია ბიზნესისთვის“. რაც შეეხება #ბიზნესიზრუნავს, ამ კამპანიის ფარგლებში ფართო საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას კომპანიების აქტიურობის შესახებ Covid-19-თან ბრძოლაში. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციები როგორც ფულადი შემოწირულობის, ისე სხვა აქტივობების შესახებ, როგორიცაა დაზარალებული და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეების მატერიალური თუ სერვისების კუთხით აღმოჩენილი დახმარება.

– როგორ აპირებთ ინფორმაციის გავრცელებას პასუხისმგებლიანი ბიზნესების შესახებ?

– „კლიპარტი“ თავად დაამყარებს კომუნიკაციას პასუხისმგებლიან ბიზნესებთან. ჩვენ, პირველ რიგში, ვისარგებლებთ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით. ამ კომპანიების უმრავლესობის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის, თუმცა მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება. აქედან გამომდინარე, თავად კომპანიებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ „კლიპარტს“ და გააცნონ თავიანთი აქტივობები ამ მიმართულებით. ამისთვის, უბრალოდ, უნდა დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 598 67 77 79, ან მოგვწერონ info@clp.ge-ზე.

ინფორმაციები განთავსდება 5-დან 10-მდე პოპულარული საინფორმაციო სააგენტოს ვებპორტალზე, გაზიარდება ამავე საშუალებებისა და სხვა სოციალურ გვერდებზე, რაც, საერთო ჯამში, საკმაოდ ფართო აუდიტორიას მოიცავს, პრაქტიკულად, საქართველოს მთელ მოსახლეობას. ასევე, „კლიპარტის“ საბანერო ზონების დიდი ნაწილი, პოპულარულ საინფორმაციო საიტზე, დაეთმობა კამპანიას და გამოჩნდება ბანერები ამ კომპანიების ლოგოებით.

– ასეთი მასშტაბის კამპანია საკმაოდ დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. რა იყო მთავარი მოტივი ამ კამპანიის წამოსაწყებად?

– სოციალური პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, „კლიპარტისთვისაც“ პრიორიტეტია. ჩვენი სააგენტოს მხრიდან ეს პირველი კამპანია არ არის. ზოგადად, „კლიპარტი“ აქტიურად მუშაობს საზოგადოების სწორად ინფორმირების მიმართულებით. Covid-19-ის გამო შექმნილ ვითარებაში სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს როგორც მთავრობასთან, ისე უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან.

როდესაც #დარჩისახლში კამპანიის ფარგლებში პრაქტიკულად გასამმაგებულია ინტერნეტმოხმარება და ციფრული სერვისების საჭიროება, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ბიზნესსა და საზოგადოებას სჭირდება. 

პირველი რესპუბლიკა

102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკი...

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 191...
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანსა და საქართველოს მ...
54 წუთის წინ
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზ...
09:14
ჩუკოტკაზე 26 მაისს დილით ᲩᲐᲛᲝᲕᲐᲠᲓᲜᲘᲚᲘ ᲕᲔᲠᲢᲛᲤᲠᲔᲜᲘ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა....
07:49
რუსეთში, ჩუკოტკის აეროპორტში ვერტმფრენი Ми-8 ჩამოვარდა. ინცინდენტი 26 მაისს დილით მოხდა. რუსული მედ...
07:08
მეუფე თეოდორე მიტროპოლიტი თეოდორე: თუ გადმოგვეცემა ტყეები,...
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართვ...
სისხლის უანგარო დონაციის აქცია, ამჯერად,...
აქციაში მონაწილეობას როგორც ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასე...
საგადასახადო დავების განხილვა დისტანციურ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით COVID–19-ის პანდემიის გავრცელ...
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი...
შემოსავლების სამსახურმა 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, გურიასა და სამეგრელო-ზემო...