მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის ქუჩის ჩიხებსა და გასასვლელში გზის საფარი ეწყობა

ბოჭორიშვილი

გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ყოფილი ხიზაბავრის) მიმდებარე ჩიხები და გასასვლელი წესრიგდება. ჯამში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 8 000 კვ. მეტრამდე ფართობზე მოეწყობა, რისთვისაც 600 000 ლარამდე დაიხარჯება.

აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარი საერთოდ არ არსებობდა. გასულ წელს თეიმურაზ ბოჭორიშვილისა და ხარაძის ქუჩებზე 15 920 კვ.მეტრ ფართობზე ცენტრალური გზა მოწესრიგდა, რომელზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 562 331 ლარი დაიხარჯა. წელს კი, ჩიხებსა და გასასვლელებში გამგეობამ ჯერ სანიაღვრე ქსელი მოაწყო და შემდეგ გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ხიზაბავრის ) გასასვლელში ასფალტის დაგების სამუშაოები უკვე დასრულდა, I და II ჩიხში კი ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იბერი“ ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ  დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.