მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება

ბოდბის მონასტერი

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

მუნიციპალური ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ორდონიანი ავტოსადგომი, შიდა და გარე წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გათბობა-ვენტილაციის სისტემები. ასევე ჩატარდა შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, ფონდი ახორციელებს წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსი აცხადბენ ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად, იწვევდა ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასაც. მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნებოდა საცობი. პროექტის დასრულების შემდეგ კი მონასტრის მნახველები კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული ტურისტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.