მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძარისას ტყის ქვედა საფარი 4 ჰექტარზე დაიწვა

ბორჯომ-ხარაგაული

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართნენ მეხანძრე-მაშველთა გჯუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

„რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე- მაშველებმა შეძლეს ხანძრის ეპიცენტრთან ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. მეხანძრე მაშველებს, რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდნენ. პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი 4 ჰექტარ ფართობზე. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“.- აცხადებენ უწყებაში.