მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალციხეში რესტორანი აფეთქდა

ახალციხეში რესტორანი აფეთქდა

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იმერეთში“ აფეთქება მოხდა.

კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ორი მაცხოვრებელი აფეთქების მომენტში სარდაფში იმყოფებოდა. ისინი მაშველებმა ნანგრევიდან ამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტური იყო. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„სარდაფში დაგვხვდა ორი ზრდასრული ადამიანი. ამოიყვანეს, ნანგრევებში მოყვნენ სავარაუდოდ, ორივეს ჰქონდა დამწვრობა, იყვნენ სტრესში და გადავიყვანეთ კლინიკა „ევექსში“. მდგომარეობა მთლიანობაში სტაბილურია" - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა გიორგი ქურდაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, დაკეტილ რესტორანში მოხდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია.

მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.