მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია სრულდება

ჭავჭავაძის  გამზირი

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის 24 ივნისის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, ასფალტის საფარის ბოლო ფენა უკვე დაიგო.

„ამჟამად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ველობილიკები ეწყობა. ასევე, ტროტუარებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების ბუნებრივი ქვით მოპირკეთება ხდება. მიმდინარეობს შადრევნის სრული რეაბილიტაციაც, რაშიც ჩართულია ირაკლი ჟვანია და მინდა, მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. პარალელურად, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ხე-მცენარეები დაირგვება იმ თარგებში, რომელიც გამზირზე განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი სკვერის მოწესრიგება მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ბოლო ეტაპზე საგზაო მონიშვნები დაიხაზება. ასევე, შეიცვლება განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. გამზირზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლებია გამოყოფილი, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება.

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება.