საზოგადოება

ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ურნები ნარჩენების სეპარირების განმსაზღვრელი ტექნოლოგიით აღჭურვილი არ არის - მაია ბითაძე

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის პირველი
ოცეულის წევრი
1611073108
დაკოპირებულია

იგეგმება ნარჩენების სეპარირების გამართული სისტემის შექმნა, რომელიც ნარჩენების ხარისხიანად გადამუშავებას უზრუნველყოფს. ამ ვალდებულებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აკისრებს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძის განცხადებით, სისტემა ისე აეწყობა, რომ მოქალაქეებს გაუჩნდებათ სურვილი, ნარჩენები დაახარისხონ და სპეციალურ ურნებში მოათავსონ. მისი თქმით, საპილოტე პროექტი უკვე დაიწყო თბილისში, კერძოდ ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟდა ურნები, რომლის ტექნოლოგიურად აღჭურვის შემთხვევში, შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, რამდენად სწორად დაახარისხეს მოქალაქეებმა ნარჩენები.

„თუ განხორციელდა ამ ურნების პროგრამული უზრუნველყოფა და მოსახლეობას ბარათები დაურიგდა, ისინი ბარათის მეშვეობით შეძლებენ ურნის გახსნას და ნარჩენების გადაყრას. ეს იქნება გარკვეულწილად საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დადგინდება, თუ რამდენად სწორად დაახარისხეს და მოათავსეს ურნებში ნარჩენები. შესაძლებელი იქნება იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ დაარღვია ტექნოლოგიურად განსაზღვრული პროცესი“, - განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, ამ ურნებთან, საერთო ნარჩენებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერებიც განთავსება, სადაც არ მოხდება ნარჩენების სეპარირება. კერძოდ ცალკე არ დახარისხდება საჭმლის ნარჩენები, შუშა, რკინა და პლასტმასი.

მაია ბითაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟებული ურნებისთვის ნარჩენების სეპარირების განმსაზღვრელი ტექნოლოგია ჯერ შეძენილი არაა.

„ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ურნების სიღრმე ჩვეულებრივზე 4-ჯერ მეტია და შესაბამისად მეტი ნარჩენის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე, ურნები აღჭურვილია სპეციალური სისტემით. კერძოდ, როცა ურნა ნარჩენით აივსება, ცენტრს ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ ხდება ნარჩენის გატანა. ეს საკმაოდ ეფექტურია, რადგან იზოგება საწვავი და ნარჩენების შემგროვებელი მანქანა ადგილზე, მხოლოდ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადის“, - აღნიშნა ბითაძემ.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

1614333041

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს არ შეუქმნის. ამის შესახებ „ეხო კაცკაზა“ იუწყება. 

1614331946

„ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება კონკრეტული  მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის“- აცხადებს  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

1614331734

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1614330428
პარტია
სამართლიანობისთვის
ლიდერი

„30 თუ 40 ათასი ლარის გამო ქვეყანა დაანგრიეს,...

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.

„საქართველოში ადამიანებს უფლება აქვთ, პრ...

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროტესტი სამართლიანად არ მიაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ აქციის გამართვის უფლება.

მურატ ჯიოევმა თანათავმჯდომარესთან ეუთოს...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ვიდეოკავშირის მეშვეობით ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების საკითხი თანათავმჯდომარესთან ეუთოს მხრიდან ანიკა სედერთან განიხილა. ინფორმაციას “სპუტნიკი“ ავრცელებს. 

„ვინც თვლის, რომ კარდინალურად არის სიტუა...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ.