საზოგადოება

ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მოძრაობს

თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
09:31 30.07
დაკოპირებულია

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სამოძრაო სქემით სატესტო რეჟიმში მოძრაობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, 00:30-დან 04:00 საათამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ფარავს ჭავჭავაძის გამზირს და მიმდებარე ტერიტორიას, ახალი სქემის მიხედვით იმოძრავებს. სატესტო პროცესში მუნიციპალური ავტობუსების 12 საავტობუსე ხაზის ყველა მძღოლი იქნება ჩართული.

პირველი აგვისტოდან კი, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სქემის მიხედვით დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას და სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში იმოძრავებს.

მუნიციპალური ავტობუსების სატესტო პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი მოადგილესთან, პაატა ბეჟანიშვილთან ერთად დაესწრო.

„დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების მოძრაობის ტესტირება ახალი სამარშრუტო სქემით იწყება. ტესტირებას გაივლის ყველა იმ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც ამ მარშრუტებზე მოძრაობს. ეს არის სტანდარტული პროცედურა - ყველა მარშრუტზე რაიმე სიახლე როდესაც ინერგება, მძღოლების წინასწარ მომზადება ხდება. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და 1 აგვისტოდან, ავტობუსები მოძრაობას დაიწყებენ ახალი სამარშრუტო სქემით“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.

გერგეთის სამება

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ყაზბეგს...

კორონავირუსის 23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 11 ინფიცირებულ პირებთან კონტაქ...
11:51
„პოლიტიკოსი საკუთარ სიტყვას პატივს თუ არ სცემს, არც თქვენ გცემთ პატივს“, - ასე ეხმაურება გამოცემა „ტ...
12:59
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლებ...
12:45
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკა...
12:31
14-დან 17 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შეს...
12:24
პროკურატურის ლოგო 2 განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუა...
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუ...
11:39
21 მლნ კოვიდინფიცირებული - ეპიდვითარება...
21 მლნ-ზე მეტი კოვიდინფიცირებული - ასეთია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა...
11:27
სოზარ სუბარი: სვანეთში საკარანტინე ზომებ...
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განც...
რა წესების დაცვა მოუწევთ ახალი სასწავლო...
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომე...