საზოგადოება

ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს

ჩეხეთი
19:11 03.06
დაკოპირებულია

ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდგომ განაცხადა.

"ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ კორონავირუსის გავრცელებას, მათ შორის, საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, შეიძლება ერთობლივად შევიყვანოთ იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც გავხსნით საზღვრებს სამოგზაუროდ ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში."- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები აქტიურად არიან ჩართულნი უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში. უკვე გაიმართა დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრები ჩეხეთისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე იგეგმება მინისტრის სატელეფონო საუბარი ბერძენ კოლეგასთან, რომლის დროსაც საუბრის მთავარი თემა იქნება ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით ე.წ. უსაფრთხო დერეფნების გამოყენებით ტურისტების მასპინძლობა.

“ჩვენი საელჩოები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გამოაცხადოს უსაფრთხო ქვეყნად და გაიხსნას ტურისტებისთვის. მე მქონდა ბოლო დღეების განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, კერძოდ ჩეხ კოლეგასთან, ასევე ისრაელის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველო გამოცხადდეს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად. მე გუშინ მქონდა საუბარი ჩეხ კოლეგასთან და მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ივნისის ბოლოდან, ივლისის დასაწყისიდან საქართველო გაიხსნება ჩეხი ტურისტებისთვის, ასევე მსგავსი გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია უკვე ისრაელში და ისრაელისთვისაც საქართველო გამოცხადებულია როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ველოდებით უკვე ოფიციალურად დადასტურებას თუ რა თარიღიდან იქნება ეს, ჩვენი ვარაუდით ივნისის მეორე ნახევრიდან. გარდა ამისა, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს ბერძენ კოლეგებთან, მექნება უახლოეს დღეებში საუბარი ბერძენ კოლეგასთან და სავარაუდოდ, ასევე ეს მიმართულებაც იქნება გამოცხადებული უსაფრთხოდ და ტურისტებს მიეცემათ შესაძლებლობა ორივე მიმართულებით მოგზაურობისთვის. ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ასევე პოლონელ და ბალტიელ კოლეგებთან, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ეს მიმართულება გაიხსნება ქართველი ტურისტებისთვის და ასევე, ტურისტებისთვის ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით“- განაცხადა დავით ზალკალიანმა

ზღვაზე დასვენება

როგორ დავისვენებთ ზღვაზე პანდემიის პირობ...

ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლებისთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე დასაქ...
60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, განმუხურის კარანტინშია გადაყვანილი. რ...
16:57
გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 212 326 ადამიანი ინფიცირდა. ამის შესა...
15:43
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა და 22 ლეტალური ფაქტი - ასეთია კოვიდსიტუაცია უკრაინა...
15:24
სვანეთში, მესტიის ტყეში ხანძარი გაჩნდა. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გა...
15:13
კინოს გადაღება როგორ გადაიღებენ კინოს პანდემიის პირობებში
ჯანდაცვის სამინისტრომ კინოგადაღების (კინოწარმოების) პროცესში შესასრულებელი ძირითადი რეკომენდაციები შ...
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბა...
ინდოეთში კოვიდინფიცირების 24 015 ახალი შ...
ინდოეთში, ბოლო 24 საათში განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 24 015 ახალი შე...
23:53 04.07
ბაქოში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბაქოში, ბინაგადის რეგიონში, საღებავების ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკ...